26 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
პოლიტიკური რეალობის დამახინჯებასა და სიცრუეში მამუკა მდინარაძე "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ოპონენტებს პოლიტიკური წარსული შეახსენა

პოლიტიკური რეალობის დამახინჯებასა და სიცრუეში მამუკა მდინარაძემ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ღიად დაადანაშაულა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ოპონენტებს პოლიტიკური წარსული შეახსენა და აწმყოზეც მიანიშნა. თქვა, რომ მათ პარტიას დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო. მდინარაძის თქმით, 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად კი არ გადააბარეს, არამედ ძალაუფლების დათმობა მოუხდათ.

მამუკა მდინარაძის ბრალდებების ადრესატი "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე და მისი გუშინდელი გამოსვლა იყო. ლევან ხაბეიშვილი პარტიულ ყრილობაზე ამბობდა, რომ ქვეყანამ დემოკრატიის ტესტი სწორედ მაშინ ჩააბარა, როცა ,"ქართულ ოცნებას" ხელისუფლება მშვიდობიანად და არჩევნების გზით გადააბარა.

ლევან ხაბეიშვილის თანაგუნდელები დღესაც ამტკიცებენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დემოკრატიულობის ტესტი ჩააბარა მაშინაც და ახლაც, როცა პარტიამ ახალი თავმჯდომარე აირჩია.

რა მოხდა 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებისას - ამ საკითხზე საკუთარი არგუმენტები აქვთ "ქართულ ოცნებაში". მმართველი პარტია იმ ძალადობრივ ქმედებებს იხსენებს, რასაც მაშინდელი მმართველი ძალა ხელისუფლების შესანარჩუნებლად მიმართავდა.

"ქართული ოცნება" განმარტავს, რომ ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლებაში მოსვლას, ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვეღარ შეძლებს.

დღის ამბები