26 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
თურქეთის საელჩო საქართველოს სამაშველო ღონისძიებებში დახმარებისთვის მადლობას უხდის

თურქეთის საელჩო საქართველოს სამაშველო ღონისძიებებში დახმარებისთვის მადლობას უხდის.

"მთელი გულით ვუხდით მადლობას ჩვენს გულითად მეგობარს, ახლო მეზობელსა და სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს, რომელიც, ჩვენთვის ამ უმძიმეს დღეს, უმალ, დაყოვნების გარეშე გვერდით დაგვიდგა დასახმარებლად," – წერია საქართველოში თურქეთის საელჩოს გვერდზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.

დღის ამბები