უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ტერორისტული სახელმწიფო იყენებს ბირთვულ ინდუსტრიას, როგორც საგარეო ექსპანსიის ერთ-ერთ ელემენტს სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლისთვის.
მისივე თქმით, რუსეთი არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც თავისი სამხედროების დახმარებით ბომბავს ატომურ ელექტროსადგურებს.
"ჩვენ ვაანონსებთ მორიგი სანქციებს ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ. გადაწყვეტილება რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ძალაში შევიდა.
ჩვენი ნაბიჯების მიზანია გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატების ძალისხმევა, გაავრცელონ გლობალური სანქციები რუსული აგრესიის მანქანის ამ ნაწილზე. რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც თავის სამხედროებს საშუალებას აძლევს დაბომბონ ატომური სადგურები და გამოიყენონ ატომური სადგურები დაბომბვის საფარად.
ტერორისტული სახელმწიფო იყენებს ბირთვულ ინდუსტრიას, როგორც საგარეო ექსპანსიის ერთ-ერთ ელემენტს სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლისთვის. ყოველივე ეს არის საკმარისი მიზეზი, რომ რუსეთის ატომური ინდუსტრია დაექვემდებაროს გლობალურ სანქციებს და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.