საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, სალომე ზურაბიშვილი ამის შესახებ "ტვიტერზე" წერს. ის თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ამ მძიმე დროს საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას.
"ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს," - წერს ზურაბიშვილი.
400-ზე მეტი გარდაცვლილი და ასობით დაშავებული - ასეთია გამთენიისას მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში. 7,4 მეათედი სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები, თურქეთის დროით, დილის 4 საათისთვის ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, უძველეს ქალაქ დიარბაქირთან მოხდა. მხოლოდ თურქეთში, 170-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.