სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა ჩილეში ტყეში ხანძრის გავრცელების შედეგად. დაშავებულია 1000-ზე მეტი. ხანძრის ქრობის ოპერაციას მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს. ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება.
ოფიციალური ინფორმაციით, განადგურებულია 270 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის ასობით კერაა.
ჩილეს დახმარება შესთავაზეს ესპანეთმა, აშშ-მა, არგენტინამ, ეკვადორმა, ბრაზილიამ და ვენესუელამ.