76-მდე გაიზარდა მსხვერპლი ძლიერი მიწისძვრის შედეგად თურქეთში. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია, ერთდროულად, რამდენიმე პროვინციაში მიმდინარეობს.
საავადმყოფოშია გადაყვანილი 400-ზე მეტი ადამიანი.
დაზიანებულია 200-მდე შენობა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა სირიაშიც - ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია 11 ადამიანი.
შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები, თურქეთის დროით, დილის 04:17-ზე, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ დიარბაქირთან ახლოს დაფიქსირდა. ჩამონგრეულია საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ობიექტები.
თვითმხილველთა თქმით, მიწისძვრა, დაახლოებით, ერთ წუთს გაგრძელდა.
ადგილობრივი მედია მსხვერპლის კიდევ უფრო გაზრდის შესძლობლობის შესახებ იტყობინება.
მიწისძვრა, კვიპროსთან, სირიასთან და ლიბანთან ერთად, იგრძნობოდა საქართველოშიც.