რა შესაძლებლობები აქვს ხელოვნურ ინტელექტს - ხელოვნურ ინტელექტის შესაძლებლობები ამოუწურავია, მას შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე დაელაპარაკოთ, ჰკითხოთ რჩევები, განწყობის მიხედვით შეგირჩევთ ფილმს, სერიალს... მისი სახით გეყოლებათ მეგობარი, რომელსაც ფიზიკურად ვერასოდეს ნახავთ.
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი არარეალური ადამიანების ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ახალგაზრდა ბიჭმა, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვა შეექმნა ადამიანები ქვეყნების მიხედვით. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით შეიქმნა 10-ობით ქვეყნის წარმომადგენელი ადამიანის ფოტორობოტი.
ხელოვნური ინტელექტის დადებით მხარეებთან ერთად იწერება მისგან გამოწვეულ ე.წ. საფრთხეებზეც, რადგან CHATGPT-ის აქტიურმა გამოყენებამ შესაძლოა გააქროს გარკვეული პროფესიების საჭიროება. სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი დათო სამნიაშვილი, რომელსაც თავად აქვს მონაწილეობა მიღებული სხვაCHATGPT-ის შექმნაში, ფიქრობს რომ ტექნოლოგიების განვითარება წარსულშიც იწვევდა ცვლილებებს - პროფესიების გაქრობას, მაგრამ ახლის გაჩენასაც. საგანგაშო არც ის ეჩვენება, რომ ხელოვნური ინტელექტს შეუძლია უნივერსიტეტში გამოცდები ჩააბაროს.
შემოქმედებითი უნარი დღემდე მხოლოდ ადამიანებს აქვთ, დათოსთვის არის ერთგვარი დამხმარე ასისტენტი და ჰგავს მეგობარს, რომელსაც ეკითხები რჩევას, გეხმარება იდეების მოფიქრებაში, ასრულებს მექანიკურ საქმეს, დროულად გაწვდის დიდ ინფორმაციას და ასევე, აქვს პოტენციალი ჩაანაცვლოს დიდი კორპორაციები, მათ შორის Google.