"ბოლტის" ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნაა ანაზღაურების გაზრდა. ისინი აცხადებენ, რომ 15-20 პროცენტით შეუმცირდათ თანხები, რაც მათ შემოსავალზეც აისახა.
მათი განცხადებით, ამ პირობებში მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ.
აქციას უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ცოტა ხნის წინ "ვოლტის" კურიერებიც შეუერთდნენ.