26 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს ყრილობა გაიმართება - შეხვედრას ნიკა მელია და მისი გუნდი არ დაესწრება

დაპირისპირება ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" კიდევ უფრო მწვავდება - დღეს დაგეგმილ ყრილობას, რომელიც 17:00 საათზე უნდა დაიწყოს, არ დაესწრება ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და მისი გუნდი. რეგიონებიდან დედაქალაქში არ ჩავიდა არც პარტიული ორგანიზაციების წევრების ნაწილი.

"ლევან ხაბეიშვილმა პირველივე დღესვე გააკეთა განცხადება რომ ის მზად არის ყველასთან თანამშრომლობისთვის. ნიკა მელიას ფლანგი და ფრთა პარტიაში არ არსებობს, პარტია არის მიხეილ სააკაშვილის პარტია, მისი წევრები და მხარდამჭერები არიან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და მე იმედი მაქვს ერთად ვიბრძოლებთ მთავარი საკითხისთვის, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა. შიდაპარტიული დაპირისპირებიდან ყველანი უნდა გადავერთოთ მომავალზე," - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.

აღსანიშნავია, რომ ლევან ხაბეიშვილს დღეს თანამდებობაზე ოფიციალურად დაამტკიცებენ. გადანაწილდება ასევე ის პარტიული თანამდებობები, რომლებიც ვაკანტური მელიას მხარდამჭერების წასვლის შემდეგ გახდა.

შეგახსენებთ, რომ 28-29 იანვარს პარტიაში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

 

 

დღის ამბები