26 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გურიის რეგიონისთვის 4 355 000 ლარი გამოიყო

იანვრის თვეში, 4 დღიანი ძლიერი ქარის შედეგად, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. დაზიანდა 700-მდე საცხოვრებელი სახლი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გურიის რეგიონისთვის 4 355 000 ლარი გამოიყო.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

დღის ამბები