26 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
გურჯაანის სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ხანძარი იყო

გურჯაანის სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი შენობის ზედა სართულზე რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, დამწვარია ოფისის მეორე სართულის ნაწილი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. რამ გამოიწვია აალება, გამოძიება დაადგენს.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია იყო მობილიზებული

დღის ამბები