26 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
პარტიისგან მხოლოდ კლანური დაჯგუფებები არის დარჩენილი, მაგრამ როგორც ჩანს, მალე ესეც აღარ იარსებებს - იონათამიშვილი ენმ-ზე

უმრავლესობა აცხადებს, რომ ლიდერის ცვლილებით "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფერი არ შეიცვლება. "ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ პარტიას რეიტინგი აკლდება, რაც არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

""ნაციონალურ მოძრაობას" რომ ქართულ პოლიტიკაში პულსი აღარ ესინჯება ეს არახალი არის. ამათი დაშლის პროცესი რომ შეუქცევადია, ესეც ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ და ეს ყველაფერი არის დამსახურებული იმ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული პოლიტიკის და საქმიანობის გამო, რომელსაც ეს დესტრუქციული დაჯგუფება ეწევა. შესაბამისად, ახლა პარტიისგან მხოლოდ კლანური დაჯგუფებები არის დარჩენილი, მაგრამ როგორც ჩანს მალე ესეც აღარ იარსებებს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები