სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა საპროტესტო აქცია პერუში - პოლიციელებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ: პრეზიდენტის გადადგომა, ვადამდელი არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებები. საპროტესტო აქციები დეკემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს დაშლა სცადა. პერუში არეულობის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა.