ქართველი ხელოვანების ავტოპორტრეტები ერთ სივრცეში. მაშინ როცა საკუთარი თავის შეცნობისაკენ სწრაფვა განსაკუთრებული შესაძლებლობაა, მნიშვნელოვანია თვალი ვადევნოთ საუკუნოვან პროცესს, თუ როგორ ირეკლება ავტორი სამყაროში და პირიქით - გარემო მის გამოსახულებაში.
სწორედ ამ მიზნით, გამოფენამ ""ავტოპორტრეტი სარკესთან"" მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე შექმნილი ნამუშევრები ერთ სივრცეში, ეროვნულ გალერეაში გააერთიანა. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 100 წლისთავს ეძღვნება.