ახალქალაქი-არაგვას გზაზე, დღეს, 4 თებერვალს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქორწილის მანქანა საპირისპიროდ მიმავალ ავტომობილს შეეჯახა, დაშავდა ხუთი ადამიანი.
დაშავებულები ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ორი მათგანის თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
"ხუთივე პირი ჩვენთან შემოიყვანეს სხვადასხვა დაზიანებებით. ორი თბილისში უნდა გადაიყვანონ რეანომობილით, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",- აცხადებენ კლინიკაში.
მედიკოსთა ცნობით, კლინიკაში გადაყვანილებს ძირითადად ხერხემალი, თვალები და სახის ძვლები დაუზიანდათ.
იმ პაციენტებს, რომლებსაც ნეიროქირურგია ესაჭიროებათ, თბილისში სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაჰყავთ. არც ერთ მათგანს, ამ დრომდე არ აღენიშნება შინაგანი ორგანოების ხილული დაზიანებები, შინაგანი სისხლდენა, თუმცა მათი მკურნალობა და გამოკვლევები გრძელდება.