26 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
დიდი ოპოზიციური ერთობის სურვილი და მითად ქცეული რეალობა - აქვს თუ არა ოპოზიციას გაერთიანების რესურსი

დიდი ოპოზიციური ერთობის უპერსპექტივობის აღიარება სამეულიდან პირველს, ზურა გირჩი ჯაფარიძეს მოუხდა. პოლიტიკოსმა ოპოზიციური ფლანგის გაფართოებაზე მუშაობა მომავალი წლისთვის გადადო. ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი "ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებული მოვლენებია, კონკრეტულად კი პარტიაზე ვანო მერაბიშვილის გავლენა, რაც მის მხარდამჭერებში უკმაყოფილებას იწვევს. სწორედ თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ გამორიცხა ჯაფარიძემ ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალასთან კოლაბორაციის შესაძლებლობა.

გარემოებები, რომ დიდი გაერთიანებისთვის დღეს არ არსებობს, ამას "სტრატეგია აღმაშენებლის" და "დროას" ლიდერებიც ხვდებიან, ამიტომ ისინი იმედს 24 თებერვლის აქციაზე ამყარებენ. ჯაფარიძის პოზიციის მიუხედავად ირწმუნებიან, რომ მათ გეგმებში არაფერი შეცვლილა, მათ შორის არც ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობის კუთხით, თუმცა "ნაციონალური მოძრაობასთან" ერთად ბრძოლას არ აპირებენ ის პარტიები, რომლებიც არჩევნების შემდეგ მთავარი ოპოზიციური ძალის რეპუტაციულ ზიანზე საუბრობენ.

ოპოზიციონერთა ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდი ერთობის იდეა თავიდანვე განწირული იყო, რაც ოპოზიციურ ველზე განვითარებულმა პროცესებმა უფრო ნათელი გახადა.

ურთიერთდაპირისპირება და საზოგადოების უნდობლობა - სწორედ ეს ფაქტორები მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობას საკუთარი ოპონენტების გაერთიანების მთავარ წინაღობად.

ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძემ დიდი ოპოზიციური ერთობის შექმნა რამდენიმე თვის წინ დააანონსეს. ჰქონდათ კოლეგებთან კონსულტაციებიც, თუმცა უშედეგოდ. სამეული ამ დრომდე ვერ გაფართოვდა, რისთვისაც ზურა ჯაფარიძე მუშაობას უკვე აღარც აპირებს.

დღის ამბები