26 ნოემბერი 2024,   20:15
ვრცლად
ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, დეოკუპაციო უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი მეთოდებით და ამის დროც ნამდვილად მოვა-მიხეილ დაუშვილი

ომის რიტორიკა პირდაპირ ეთერში- დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე ერთ-ერთ მედია საშუალებასთან ომის დაწყებით იმუქრება. მოწმედ მეომრები და ვეტერანები მოჰყავს. სანიკიძე ამტკიცებს, რომ მათთან კომუნიკაცია ჰქონდა. მისი თქმით, ისინი მზად არიან ქვეყანაში ჩამოვიდნენ და ომი დაიწყონ.

გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურნენ ოპოზიციონერებიც და აცხადებენ, რომ ყოველგვარ სამხედრო ჩარევაზე საუბარი ზედმეტია. ისინი ფიქრობენ, რომ დეოკუპაციას აქვს მშვიდობიანი გზაც. 

პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ სამხედრო ჩარევებზე საუბარი ზედმეტია. 

"ჩვენი პოზიცია არის მკაფიო-დეოკუპაციო უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი მეთოდებით და ამის დროც ნამდვილად მოვა. ყველა სახის სამხედრო ჩარევაზე და სამხედრო მოქმედებებზე საუბარი მიუღებელია,"- აცხადებს მიხეილ დაუშვილი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებაში არსებობს ხალხი, ვისაც შურისძიება უნდათ პოლიტიკურ ოპონენტებზე. 

"ომის არ ვიცი, მაგრამ ის რომ საზოგადოებაში არსებობს ხალხი, ვისაც სურს შურისძიება პოლიტიკურ ოპონენტებზე, ეს არის. მათ ძალაუფლების მოპოვების შემთხვევაში, მართლა შესაძლოა ბოროტად გამოიყენონ ძალაუფლება, რომ ვიღაცამ დევნა დაიწყოს, ეს გასაგები პოლიტიკური ნაიჯია უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება წარმატებული,"- აცხადებს რაქვიაშვილი.

დღის ამბები