26 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა კვების რაციონი შედარებით გააფართოვა-ზურაბ ჩხაიძე

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმე დასკვნით ეტაპზეა- 6 თებერვალს, მხარეები დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან, რის შემდეგაც გიორგი არევაძე სათათბიროდ გავა.

იქამდე საზოგადოებამ, სააკაშვილის საქმის მთავარი მოწმის, ვიამედის დირექტორის უმძიმესი ბრალდებები მოისმინა,რომელიც ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვას ეხება. ითქვა, რომ პატიმარი პაციენტი თვითდაზიანების რეჟიმშია.

ბრალდებას უარყოფბს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.

"5 თვის მანძილზე ადამიანს აქვს სიცხეები და გუშინ გაიჟღერა ახალმა სიტყვამ სპეც დიეტა აქვს თურმე და ამ დიეტის გამო ხდება ეს სიცხეები. ტვინი რომ აქვს დაზიანებული ესეც სპეც დიეტის ბრალია და თურმე უამრავი რამ გამოუწვევია ამ  თვითდაზიანებას უამრავი დიაგნოზი,"- აცხადებს გიული ალასანია. 

ვივამედის კლინიკური დირექტორი კი განმარტავს, რომ სააკაშვილმა კვების რაციონი შედარებით გააფართოვა.

"მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა კვების რაციონი შედარებით გააფართოვა, იმედია ეს ასე გაგრძელდება თუ გარე ძალები არ ჩაერევიან და გვაცდიან პაციენტთან მუშაობას,"- აცხადებს ზურაბ ჩხაიძე. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესია და სასამართლო გადაწყვეტილებაც ასეთივე იქნება.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი ფიქრობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით მიიღებს.

"ეს ყველაფერი არის ორკესტრირებული, რასაც ექიმებს ალაპარაკებენ. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური და შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებაც ვფიქრობ ასეთი იქნება,"- აცხადებს გიორგი ბოტკოველი. 

დღის ამბები