იუპიტერის ირგვლივ 12 ახალი თანამგზავრი აღმოაჩინეს. ამ მონაცემებით ახლა მას სულ 92 თანამგზავრი ჰყავს, რითაც იუპიტერი მათი რაოდენობით მზის სისტემაში პირველი პლანეტა ხდება. ახალაღმოჩენილი თანამგზავრების დიამეტრი 1-დან 3 კილომეტრამდეა.
ასტრონომებს მათთვის ჯერ სახელი არ დაურქმევიათ. მეცნიერების ვარაუდით, არსებული თანამგზავრები ერთი დიდი ციური სხეულის ფრანგმენტებია, რომელიც კომეტებთან ან ასტეროიდებთან შეჯახების შედეგად წარმოიქმნენ.