26 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
"შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა" ასოციაცია საკრებულოს დადგენილებას აკრიტიკებს

"შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა" ასოციაცია საკრებულოს დადგენილებას აკრიტიკებს. ამტკიცებენ, რომ დადგენილება, რომელიც ავარიული სახლების ჩანაცვლების წესს განსაზღვრავს, პრობლემას ვერ მოაგვარებს.

"მესაკუთრის თანხმობის გარეშე არ უნდა მოხდეს მისი ფართით სხვა მიწის ნაკვეთზე დაკმაყოფილება. მუნიციპალიტეტმა უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული დადგენილების არამართლზომიერება,"- აცხადებს შეჩერებული მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაციის იურისტი სოფო პეტრიაშვილი.

კრიტიკას უპასუხეს საკრებულოში და განმარტავეს, რომ ასოციაციის პრეტენზიები უარგუმენტოა და გადაწყვეტილებები მოსახლეობის სასარგებლოდ მიიღება.

 

დღის ამბები