26 ნოემბერი 2024,   20:15
ვრცლად
ბატონი სააკაშვილის მიერ საცივის გასინჯვას მოჰყვა მწვავე კუჭ-ნაწლავის გართულება... საცივი განკუთვნილი იყო სამედიცინო პერსონალისთვის - გიორგი ჩალაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ჩალაძის თქმით, ნინო ნადირაძის მხრიდან საცივის თემაზე საუბარი ჭორაობა და საზოგადოების დაცინვაა.

"პაციენტის უფლების დარღვევის გარდა, ქალბატონ ნინოს ჭორაობა და დამცინავი საუბარი არის ჩვენი საზოგადოების დაცინვა და ე.წ. საცივის თემით მანიპულირება.

ბატონ სააკაშვილისთვის მირთმეული საცივი, მის გასინჯვას რა შედეგიც მოჰყვა დადასტურებულია და დაფიქსირებულია სამედიცინო ისტორიაში. ამას მოჰყვა მწვავე კუჭ-ნაწლავის გართულება, საცივი განკუთვნილი იყო სამედიცინო პერსონალისთვის. ამას მე გპირდებით, რომ მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება," - აცხადებს ჩალაძე.

დღის ამბები