26 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
სამხარაულის ბიუროს სასამართლო ექსპერტის თქმით, "ემპათიის" დასკვნაში მოცემული დაავადებები, მსჯავრდებულის [სააკაშილის] სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად საკმარისი არ არის

სამხარაულის ბიუროს სასამართლო ექსპერტის, ეკა ჩავლეიშვილის თქმით, მას დოკუმენტაციის სახით მხოლოდ "ემპათიის" დასკვნა და მისი დანართები გადაეცა. 

ექსპერტმა განაცხადა, რომ დასკვნაში მოცემული დაავადებები და მდგომარეობები მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად წარსადგენად საკმარისი არ არის. 

"ის დოკუმენტაცია, რაც არის ჩვენთან მოწოდებული, არის ეს დოკუმენტაცია, მოგახსენეთ უკვე. სამედიცინო დოკუმენტაცია იმ კლინიკებიდან, სადაც პაციენტი მკურნალობდა. ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, კვლევებში მითითებული დაავადებები, მდგომარეობები არ შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/N ბრძანებით დამტკიცებულ იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველია," - განაცხადა ჩავლეიშვილმა.

დღის ამბები