26 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
შარლ მიშელი უკრაინის სამიტზე დასასწრებად კიევში ჩავიდა

შარლ მიშელი ევროკავშირი-უკრაინის სამიტზე დასასწრებად კიევში ჩავიდა. ამის შესახებ მან განცხადება "ტვიტერის" გვერდზე გაავრცელა.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, გადაწყვეტილება კვლავ მტკიცეა და მხარს დაუჭერენ უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

დღეს კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტი გაიმართება. სამიტზე მონაწილეობის მისაღებად შარლ მიშელის გარდა ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჟოზეფ ბორელი და ევროკომისრები ჩავიდნენ. სამიტს ვოლოდიმირ ზელენსკი უმასპინძლებს.

დღის ამბები