მსახიობ ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს პრემიერ-მინისტრი.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი წერს, ჯემალ ღაღანიძემ თავისი გამორჩეული კეთილშობილებით, ნიჭითა და შემოქმედებით უამრავ თაყვანისმცემელს არაერთი საყვარელი პერსონაჟი აჩუქა.
"თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს," - წერს პრემიერ-მინისტრი.