26 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
ვენეციის კომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე მოსაზრებას 10-11 მარტს წარადგენს

ვენეციის კომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე მოსაზრებას 10-11 მარტს წარადგენს.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის 1 დეკემბრის მოთხოვნით, ვენეციის კომისია მოამზადებს დასკვნას "დეოლიგარქიზაციის შესახებ" საქართველოს კანონპროექტის შესახებ, რომელიც კომისიის 134-ე პლენარულ სხდომაზე უნდა წარედგინოს.

მოსაზრება მომზადდება სწრაფი რეაგირების მექანიზმის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის "პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის" ფარგლებში,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს, ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი 2022 წლის 1 დეკემბერს გადაუგზავნა. პარლამენტს კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებული აქვს.

დღის ამბები