ომის 345 დღეს უკრაინაში მძიმე ბრძოლები ისევ გრძელდება. ღამით რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის ოთხი დასახლება დაბომბეს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები.
სარაკეტო დარტყმა განხორციელდა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე, სამიზნე საცხოვრებელი ზონა იყო. ხერსონის ოლქში კი საბავშვო ბაღი დაიბომბა. აფეთქებები დაფიქსირდა ოკუპირებულ მარიუპოლშიც.
პუტინმა გერმანია უკრაინისათვის "ლეოპარდ-2-ის" ტიპის ტანკების მიწოდების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მზად არის მთლიანი არსენალის გამოყვანისთვის, ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.