ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქთან მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ინფორმაციას "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშვებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შსს-ის ცნობით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.