რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2023 წლის პროექტების პრეზენტაცია წარადგინა - ინფრასტრუქტურული, სოციალური, ურბანული პროექტები, მუნიციპალური სერვისების რეფორმა, კულტურული და სპორტული პროგრამები, რომელთა განხორციელებასაც რუსთავის მერია მიმდინარე წელს გეგმავს.
რუსთავის მერმა მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან და რუსთავის მერიის გუნდთან და საკრებულოს ფრაქცია "ქართულ ოცნებასთან" ერთად წარუდგინა რუსთავის მცხოვრებლებს.