26 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
კასპში ადგილობრივებმა ადამიანის კიდურები იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადამიანის ქვედა კიდურები იპოვეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია "მოზაიკა" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, კიდურები ადგილობრივებმა ნახეს და პოლიციას აცნობეს.

როგორც ლამისყანაში ამბობენ, ერთ-ერთი ადგილობრივი სავარაუდოდ გარეულმა ცხოველმა შეჭამა.

"გარეული ცხოველისგან არის სავარაუდოდ დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს," - ამბობს მერის წარმომადგენელი ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი ჭიხინაშვილი.

"რუსთავი2-ის" ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

დღის ამბები