26 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული მიზეზების გამო გაათავისუფლოს სააკაშვილი, ის ციხეში კვდება - ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის თემაზე მიმდინარე დებატების დროს საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზეზის გამო გაათავისუფლონ. 

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი, რომ იმკურნალოს საზღვარგარეთ, ის ციხეში კვდება და ეს ძალიან მოქმედებს საქართველოს მომავალზე.

"რამდენიმე წლის წინ ვლადიმერ პუტინმა პირადად აღწერა ისეთი მოპყრობა, რომელიც სურდა ჰქონოდა მიხეილ სააკაშვილს, მაშინდელ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს მსოფლიოში. მას აქვს უფლება არ იყოს კანონგარეშე, ამიტომ ის დაბრუნდა, რომ სასამართლოს წინაშე წარდგენილიყო. იქ მას ისე არ ექცევიან, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული მიზეზების გამო გაათავისუფლოს იგი საზღვარგარეთ მკურნალობისთვის. ის ციხეში კვდება და ეს გავლენას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის მომავალზე," - განაცხადა ანა ფოტიგამ. 

დღის ამბები