26 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება -NDI-ის კვლევა

"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის", NDI-ის კითხვაზე, თუ როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

31% კი თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 

26% კი აცხადებს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

საველე სამუშაოები 2022 წლის 3-დან 20 დეკემბრამდე ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია. კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. კვლევის პერიოდში კი 2 519 ადამიანი გამოკითხა. 

დღის ამბები