დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განვლილი ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება თამარ გაბუნიამ გახსნა. ყურადღება გამახვილდა გეგმურ იმუნიზაციაზე, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრის მნიშვნელობაზე, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებასა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.
"გასული წლის მაჩვენებლებიდან აღსანიშნავია იმუნიზაციის პროგრამაში სერიოზული გაუმჯობესება, პანდემიით გამოწვეული შეფერხებების დაძლევის კუთხით. ასევე C ჰეპატიტის პროგრამის მიღწევები.
ასევე აღსანიშნავია მიღწევები გარემოს კონტროლის, ინფექციური და არა გადამდები დაავადებების კუთხით, მათ შორის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო, კანონმდებლობის გაძლიერება და მისი აღსრულების ხელშეწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული სამსახურების მუშაობა, დაავადებების გამოვლენა და მიმდინარე მეთვალყურეობის კუთხით," - აცხადებს თამარ გაბუნია.