შეძლებს თუ არა უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას უახლოეს მომავალში - ამ კითხვაზე მკვეთრად დადებითი პასუხი ამ დრომდე არ აქვთ ევროკავშირის ლიდერებს, რომელებიც ხვალ კიევში ჩადიან. ამ საკითხზე სტატიას გამოცემა "პოლიტიკო" აქვეყნებს. მასში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი უკრაინის ბლოკში გაწევრიანების ვადებს არ აკონკრეტებს და ეს კიევის სამიტის პროექტშიც აღნიშნულია.
დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ ბუნდოვან გარანტიებს პროცესის წინსვლის შესახებ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მიერ დადგენილი ყველა პირობა შესრულდება. ერთ-ერთი მთავარი პირობა კი კორუფციასთან ბრძოლაა.
"პოლიტიკო" ვარაუდობს, რომ ბრიუსელი სხვა საკითხებში შეეცდება უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებას. მაგალითად, მოსალოდნელია პროგრესი სამრეწველო პროდუქციისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების, ექსპორტზე საბაჟო შეღავათების შენარჩუნების და სხვა კუთხით.
2 დღიანი სამიტი კიევში ხვალ იხსნება.