26 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
პოლიტიკური პარტიებმა ცესკოში არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა განიხილეს

შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ცესკოში - შეკრებილებმა არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა განიხილეს.

ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, მიაწოდა მათ ინფორმაცია გაზაფხულზე გასამართი შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შესახებ. ცესკოს წარმომადგენლებმა უპასუხეს პოლიტიკოსების შეკითხვებსაც.

"აქტიური დისკუსიის ფონზე გაიმართა სამუშაო შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, რომლებსაც მივაწოდეთ ინფორმაცია საკანონმდებლო სიახლეების შესახებ. ასევე, გავუზიარეთ ადმინისტრაციის ხედვა საარჩევნო რეფორმის ეფექტიან აღსრულებასთან დაკავშირებით და მოვისმინეთ მათი მოსაზრებები," - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.

დღის ამბები