26 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
კორუფციის აღქმის ინდექსის რეიტინგში საქართველოს 41-ე ადგილზე დაწინაურება “საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ ნეგატიურად შეფასდა იმ ფონზე, როდესაც უკრაინის 116-ე ადგილი ამავე ორგანიზაციის უკრაინის ოფისმა დადებითად შეაფასა

ამ ქვეყანაში ყველაზე მდიდარი რამდენიმე ენჯეო რომ არის ნაცმოძრაობის დანამატი და არამხოლოდ ნაცმოძრაობის, მათ ერთი დავალების მიმცემი ჰყავთ რაღაც ხაზით და ეს იკვეთება მათ საერთო მესიჯბოქსში, - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კორუფციის აღქმის ინდექსის რეიტინგში საქართველოს 41-ე ადგილზე დაწინაურება “საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ ნეგატიურად შეფასდა იმ ფონზე, როდესაც უკრაინის 116-ე ადგილი ამავე ორგანიზაციის უკრაინის ოფისმა დადებითად შეაფასა.

“რა გააკეთა “გამჭვირვალობამ” უკრაინის შემთხვევაში და რა გააკეთა საქართველოში? - უკრაინა არის 116-ე ადგილზე, საქართველო 41-ე ადგილზე. იქაური “გამჭვირვალობის” მხრიდან უკრაინაზე პროგრესის შესახებ ნიუსი გავიდა. საქართველოში წინ წავიწიეთ, რამდენიმე ქვეყანას გავუსწარით, მათ შორის, 10-ზე მეტ ევროპულ ქვეყანას და ოცეულში მოვხვდით ამ ინდექსის ისტორიაში პირველად. ეს, უკრაინელებისგან განსხვავებით, ჩვენი “საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენლებმა უკიდურესად ნეგატიურად შეაფასეს. ეს არის განსხვავება: შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც პროგრესსაც კი, უბედურებად და ქვეყნის ჩამოქცევად წარმოგიდგენენ, არათუ რეალურ გასაკრიტიკებელს, რომელსაც საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. უკრაინული გამჭვირვალობა კი 116-ე ადგილს პროგრესად წარმოაჩენს. ეს არის განსხვავება საკუთარი სამშობლოს სიყვარულს, დამოკიდებულებას და მავნებლობას შორის, იმიტომ რომ დაგავალეს და ასეთი საერთო მესიჯბოქსია შემუშავებული.” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები