26 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
ევროპარლამენტი კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს გაუუქმებს ხელშეუხებლობას - Politico

ევროპარლამენტი კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს გაუუქმებს ხელშეუხებლობას. ინფორმაციას Politico ავრცელებს. საუბარია ორ სოციალ-დემოკრატ დეპუტატზე, რომელთაგან ერთ-ერთი ქრთამს, სავარაუდოდ, კატარისგან, ხოლო მეორე მაროკოსგან იღებდა.

იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა უკვე გააუქმა ხელშეუხებლობა ბელგიელ და იტალიელ ევროპარლამენტარებს. საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

მანამდე, ამ მოთხოვნით ბელგიის პროკურატურა გამოვიდა. დეპუტატები კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას უარყოფენ. 

დღის ამბები