26 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. საბჭომ საქართველოს გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის დოკუმენტი დაამტკიცა.

კონცეფცია მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ, პარიზის შეთანხმების შესაბამისად და მიზნად ისახავს 2050 წლამდე ქვეყნის დაბალ-ემისიიანი განვითარებისთვის საჭირო ხედვისა და პრინციპების ჩამოყალიბებას.

"კლიმატის ცვლილებები და მისგან გამოწვეული უარყოფითი მოვლენები დიდი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, თანმიმდევრული ღონისძიებების დაგეგმვა და აღსრულება. დაბალემისიიანი გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის დოკუმენტის მიღებით ჩვენ ვასრულებთ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

დღის ამბები