26 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
შეერთებული შტატები უკრაინისთვის ახალ, 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებას ამზადებს

უკრაინაში კვლავ მძიმე ბრძოლებია - რუსული ჯარის მიერ ბახმუტში საცხოვრებელი ზონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი, დაღუპულთა შორის ერთი 12 წლის ბიჭია. რუსმა ძალებმა ცეცხლი სუმის ოლქში 5 დასახლებასაც გაუხსნეს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაჭრილებიც, მსხვერპლზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

რაც შეეხება უკრაინის დახმარებას,  შეერთებული შტატები ახალ, 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებას ამზადებს, რომელშიც სავარაუდოდ პირველად შევა 150 კილომეტრამდე რადიუსის რაკეტებიც.

ამავე დროს, საფრანგეთი უკრაინას დამატებით 12 თვითმავალ ჰაუბიცა "სეზარს" გადასცემს. მოკავშირეები ამ ეტაპზე კვლავ თავს იკავებენ უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებისგან.



დღის ამბები