მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან - მყინვარ ლეხზირის ერთ-ერთ კლდეზე ცეცხლი ტყის საფარს გაუჩნდა. კლდე იმდენად მიუვალია, რომ მეხანძრე-მაშველებს ფეხით მოუწიათ ხანძრის კერამდე მისვლა. საჭირო გახდა ავიაციის ჩართვაც.
ლეხზირი რუსეთის საზღვართან სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს და ყაბარდო-ბალყარეთს ესაზღვრება.
ადგილი, სადაც დღეს ხანძარი გაჩნდა დასახლებული პუნქტებიდან დიდი მანძილითაა დაშორებული.