რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები შოიგუს დასცინიან - ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიური ინფორმაცია, რომელიც უკრაინაში ომს ეხება და დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება, დღეს მთლიანად ეთმობა რუსეთის თავდაცვის მინისტრს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება ყურადღებას ამახვილებს რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალებებით გავრცელებულ ცნობებზე, რომ პრობლემების გამო, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში აწყდება, შოიგუ ხელმძღვანელობას ჩამოაშორეს და პრეზიდენტ პუტინს ინფორმაციას უშუალოდ სამხედრო მეთაურები აწვდიან.