27 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
გერმანიის კანცლერის პირველი ღია მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და ეკონომიკურ ბლოკში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებას. "როიტერის" ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა პრაღაში კარლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გამოსვლისას, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ უმრავლესობის კენჭისყრაზე გადასვლა ეკონომიკური ბლოკის გაფართოების ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს. მან დაადასტურა ევროკავშირის გაფართოების კუთხით გერმანიის მხარდაჭერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ქვეყნები საბოლოოდ უნდა შეუერთდნენ ევროკავშირს.

დღის ამბები