27 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის საქმეში უცხოელი ექსპერტები ერთვებიან - ადვოკატების თქმით, სწორედ ამ ექსპერტების დასკვნა შესაძლოა გახდეს სასჯელის გადავადების საფუძველი

მიხეილ სააკაშვილის საქმეში უცხოელი ექსპერტები ერთვებიან. ყოფილ პრეზიდენტთან კლინიკა "ვივამედში" ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი ერიკ გოლდ-სმიტი უკვე მივიდა.

მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. დღესვე ელოდებიან შვეიცარიელ ექსპერტს, მომდევნო დღეებში კი ქვეყანაში კიდევ ორი ამერიკელი მედიკოსი ჩამოვა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ სწორედ უცხოელი ექსპერტების დასკვნა შესაძლოა გახდეს სასჯელის გადავადების საფუძველი. 

"ექსპერტებს აინტერესებთ ვიდეო მასალა, სადაც ასახულია სააკაშვილის სასჯელ აღსრულების პერიოდი. თუ საექსპერტო ბიურო დაწერს, რომ სააკაშვილი არის მძიმე. ჩვენ შევძლებთ მივმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ სასჯელის გადავადება,"- აცხაებს შალვა ხაჭაპურიძე.

დღის ამბები