27 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
მოსკოვთან რაიმე მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

შექმნილ ვითარებაში, უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად მოსკოვთან რაიმე მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს, - ამის შესახებ გერმანიის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, დასავლეთის ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთეს ამ ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაშალა და "ნახევარი წელია უდანაშაულო ქვეყანას ანადგურებს".

მისი თქმით, მოსკოვს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებითაც კი არ სურს მოლაპარაკებების გამართვა და ასეთ ვითარებაში, სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს.

დღის ამბები