27 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ხანძრის მეტ გავრცელებას არ ველოდებით, რადგან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება - ლევან დავითაშვილი

ბუნებისთვის მიყენებულ ზიანზე საუბარი ვიცე - პრემიერს ჯერ უჭირს - ლევან დავითაშვილის განცხადებით, აუცილებელია დასრულდეს სამუშაოები, სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი და რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ხელისუფლებამ გარემოს აღსადგენად.

მისივე თქმით, ხანძრის მეტ გავრცელებას არ ელოდებიან, ვინაიდან მაქსიმალურად არის მობილიზებული ყველა საშუალება

"ზარალზე ჯერ ნაადრევია ვისაუბროთ. ჩვენ მეტ გავრცელებას არ ველოდებით, რადგან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება იმისთვის, რომ ხანძარი დროულად მოექცეს კონტროლქვეშ და მოხდეს მისი ლოკალიზება და საბოლოოდ ჩაქრობა. მყისიერად მოხდა რამდენიმე უწყების ძალების მობილიზება - საგანგებო სიტუაციების, სატყეო, რეინჯერები, თავდაცვის - ყველა ებრძვის ხანძარს. მათ შორის, გამოყენებულია ტექნიკა და ასევე მეზობელი ქვეყნებიდან არის დახმარება. მეზობლებმა მყისიერად გამოაცხადეს დახმარების მზადყოფნა. რაჭაში ხანძარი ლოკალიზებულია და იმედი მაქვს, რომ ბორჯომშიც ძალიან მალე ხანძარს დავამარცხებთ. მიზეზს, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს,"- აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. 

დღის ამბები