27 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
აუცილებელია გავაგრძელოთ დაჟინებით მტკიცება იმისა, რომ ყირიმი არის უკრაინა, ისევე როგორც ამჟამად ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ყველა ნაწილი არის უკრაინა - ბლინკენი

აუცილებელია გავაგრძელოთ დაჟინებით მტკიცება იმისა, რომ ყირიმი არის უკრაინა, ისევე როგორც დონეცკი და ლუგანსკია უკრაინა და ამჟამად ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ყველა ნაწილი არის უკრაინა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა "ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა.

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საფასურის გაზრდა და საერთაშორისო ზეწოლა პრეზიდენტ პუტინზე და მის ხელშემწყობებზე, სანამ უკრაინელი ხალხისა და მათი სუვერენული ქვეყნის უფლებები არ იქნება პატივცემული", - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენმა დასძინა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ძალისხმევა ჰუმანიტარული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ისევე როგორც უკრაინელებისთვის მეტი მხარდაჭერის გაწევის კუთხით.

 

დღის ამბები