27 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
მოსკოვი აშშ-სგან სერგეი ლავროვისთვის და რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემას მოითხოვს

მოსკოვი შეერთებული შტატებისგან სერგეი ლავროვისთვის და რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემას მოითხოვს, რათა მათ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასწრება შეძლონ.

როგორც რუსეთში აცხადებენ, შეერთებულ შტატებს ბოლო წლებში არაერთხელ შეუქმნია სირთულეები რუსეთისთვის სამუშაო ვიზებთან დაკავშირებით.

აშშ-ში რუსეთის ელჩის თქმით, საელჩომ უკვე მიმართა თეთრ სახლს და სახელმწიფო დეპარტამენტს მოთხოვნით, შეასრულონ ქვეყნის ვალდებულებები, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია გაერო-ს შტაბ-ბინა და დაუყოვნებლივ გასცენ ვიზები მინისტრისთვის და რუსეთის დელეგაციის ყველა წევრისთვის.

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 13 სექტემბერს გაიხსნება.

დღის ამბები