მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. მარტვილში, სოფელ ხუნწში არსებულ ცხენისწყალში, 6 წლის ბავშვის ცხედარი დღეს დილით გამთენიისას იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ის იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო, საიდანაც დაიკარგა.
6 წლის ბიჭი, ბაბუასთან და და-ძმასთან ერთად იყო, იგი მდინარე ცხენისწლის ტერიტორიიდან გუშინ დღის საათებში გაუჩინარდა. მაშველები და ადგილობრივები ბავშვს მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ეძებდნენ.