27 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 38 წელი შეუსრულდებოდა, სწორედ ასეთი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, 38 წელი შეუსრულდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ასეთი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას, განამტკიცებენ მის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას.

"23 წლის სერჟანტის ზნეობრივი სიმამაცე, მტრის წინაშე შეუდრეკლობა, სამშობლოსათვის თავდადება სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისთვის.

მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე," - წერს პრემიერი.

დღის ამბები