27 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ზელენსკის თქმით, უკრაინული მხარე მუდმივ კონტაქტზეა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და ზაპოროჟიეს სადგურზე მისიის გაგზავნაზე მუშაობენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ აბსოლუტურმა გამჭვირვალობამ და სიტუაციის კონტროლირებადობამ შეიძლება უზრუნველყოს უკრაინის სახელმწიფოსთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის ნორმალური ბირთვული უსაფრთხოების ეტაპობრივი დაბრუნება.

"უკრაინელი დიპლომატები, ჩვენი ბირთვული სპეციალისტები და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მუდმივ კონტაქტზე არიან. ახლა ისინი მუშაობენ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ აბსოლუტურმა გამჭვირვალობამ და სიტუაციის კონტროლირებადობამ შეიძლება უზრუნველყოს უკრაინის სახელმწიფოსთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის ნორმალური ბირთვული უსაფრთხოების ეტაპობრივი დაბრუნება. რუსული არმია უნდა წავიდეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან და ყველა მეზობელი რაიონიდან, უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ტექნიკა სადგურიდან. ეს უნდა მოხდეს ყოველგვარი პირობების გარეშე და რაც შეიძლება მალე. უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს შესაბამისი კონტროლი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხრიდან და შესაბამისი მისია ზაპოროჟიეს სადგურზე შეიძლება გაიგზავნოს ლეგალურად, ძალიან სწრაფად და მაქსიმალურად ეფექტიანად," - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები