ომის 175-ე დღეს რუსეთის საოკუპაციო ჯარები დონბასში სხვადასხვა მიმართულებით შეტევაზე გადასვლას ცდილობენ. უკრაინელი სამხედროები თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ და სამჯერ შეძლეს შტურმის მოგერიება - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გენშტაბის ცნობით სლავიანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ტანკებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გახსნა რამდენიმე დასახლების მიმართულებით, ასევე ბოგოროდიჩნის მიდამოში ოკუპანტებმა შეტევითი ბრძოლის ჩატარება სცადეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს უკან დახევა მმოუწია. ბრძოლები გრძელდება მაზანოვკასა და ნოვოდმიტროვკას მახლობლად.
დამპყრობლები აგრძელებენ ძალისხმევის ფოკუსირებას ბახმუტისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე. კრამატორსკის და ავდეევსკის მიმართულებებზე მტერი ცდილობს გააუმჯობესოს ჯარების ტაქტიკური პოზიცია.
ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს ხარკოვის, სლავიანსკის, ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზეც და ამასთან ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის ტერიტორიების დანაღმვას.